პროექტი „სკოლა და ოჯახი“: მშობელი სასკოლო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მშობელთა მონაწილეობა უფრო საინტერესოსა და აქტიურს ხდის სასწავლო პროცესს, როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე.
სამწუხაროდ, მშობლები ნაკლებ ყურადღებას იჩენენ შვილების სასწავლო პროცესის მიმართ. არა იმიტომ, რომ არ სურთ, უბრალოდ, აღარ სცალიათ, რადგან მათი უმრავლესობა წლებია საზღვარგარეთიდან არჩენს ოჯახს. აქ მყოფებიც შორიდან უყურებენ სასკოლო ცხოვრებას.
სკოლა კი მუდმივად განვითარებადი ორგანიზმია. უამრავი სიახლე ინერგება და ამ პროცესში მშობელთა ჩართულობაც ისევე აქტუალურია, როგორც მოსწავლეების.
გასული სასწავლო წლიდან პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა მოსწავლეებისა და მშობლების ციფრული ცოდნის გაზრდა. ამ მიზნით დავგეგმეთ ტრენინგები და სხვადასხვა აქტივობები. ძალიან მალე საჭირო გახდება ამ მიმართულებით მშობელთა ცნობიერების გაზრდაც (ელექტრონული ჟურნალი, ონლაინ გაკვეთილები და სხვ.), რათა მათ სრულყოფილად შეძლონ სასკოლო ცხოვრებაში ჩართვა.
1. მშობელთა
პედაგოგიზაციის მიზნით ჩატარდა საუბრები: ა) ინტერნეტსაშიშროება და ბავშვი; ბ) ასაკობრივი
განვითარების თავისებურებები; გ)ჯანმრთელი ცხოვრების წესი; დ) როგორ ვმართოთ ბრაზი;
ე)კონფლიქტების პრევენცია; ვ) ჰიგიენის საკითხები; ზ) თავისუფალი დროის სწორი დაგეგმვა;
თ) ბავშვთა უფლებები, რეფერირების საკითხები ( ამ თემებზე საუბრებს ატარებდნენ მასწავლებლები
და სკოლის ექიმი), ვატარებდით გამოკითხვას, დასწრების აღრიცხვას და ვაფორმებდით ოქმებს).




No comments:
Post a Comment