მასწავლებლების ტრენინგები

 მეორე შეხვედრა ჩატარდა უკვე ონლაინ, ცნობილი მიზეზების გამო, კონკრეტულად პანდემიის შედეგად. 

შეხვედრა ჩატარდა ერთი წლის შემდეგ და ინფორმაციის განახლება მოგვიწია dgmirror-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, რასაც დავუთმეთ ორი შეხვედრა. 

შემდეგ შეხვედრაზე გავიყავით ჯგუფებად სკოლების მიხედვით და დეტალურად გავწერეთ ჩვენი მეორე პროექტი "მოსწავლეებში ციფრული ცნობადობის ამაღლება", რომლის ფარგლებშიც  მოსწავლეებისთვის უნდა გვესწავლებინა, დასაწყისისთვის, თიმსის რამდენიმე აპი. ესენია მონაცემების განახლება რესეტის საშუალებით, one note, one drive, sway. 

ქალბატონი ნინოს დახმარებით ჩვენ გავიკვლიეთ გზა ონლაინ-სივრცეში. არა მხოლოდ ვისწავლეთ, არამედ შევძელით წარმატებით სწავლება იმ ონლაინ-ინსტრუმენტების დახმარებით, რაც გვასწავლა ქოუჩმა. მან ასევე შეგვასწავლა მაიკროსოფტ თიმსის შესაძლებლობების გამოყენება, ონლაინ ჯგუფური მუშაობის წარმატებულად ჩატარება. 

არ იყო დარჩენილი უპასუხოდ არცერთი შეკითხვა, და ყოველთვის, პრობლემის გადასაჭრელად, ქალბატონი ნინო გვთავაზობდა რამდენიმე გზას, რომელიც ითვალისწინებდა ნებისმიერი მასწავლებლის საჭიროებას, ტექნიკისა და ინტერნეტ-კავშირის შესაძლებლობებს. 



No comments:

Post a Comment